24.03.2014 / 18:30
კლუბი ფრონტლაინ ჯორჯია / Club
Frontline Georgia
გეოეარი და დოკომომო საქართველო გიწვევთ დისკუსიაზე:
“ლაგუნა ვერე” და საბჭოთა მოდერნიზმის მივიწყებული არქიტექტურული "ძეგლები”
“ლაგუნა ვერე” და საბჭოთა მოდერნიზმის მივიწყებული არქიტექტურული "ძეგლები”
GeoAIR and Docomomo Georgia invite you to discussion:
"Laguna Vere" and forgotten architecture
"Monuments" of Soviet Modernism
ბოლო პერიოდია ჩვენ სისტემატიურად ვადევნებ თვალს თბილისის ფუნქციურ და ესთეტიურ გაღარიბებას, ვკარგავთ ქალაქში შემორჩენილ ბოლო სარეკრეკრეაციო კერებსა და საბჭოთა პერიოდის მნიშვნელოვან არქიტექტურულ ობიექტებს. ამ ტენდენციას შეიძლება მალე „ლაგუნა ვერეს“ საცურაო კომპლექსიც ემსხვერპლოს.
ბოლო ორიოდე კვირაა სოციალური ქსელებითა და მედია საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია საცურაო კომპლექსის გაყიდვის საშიშროებასა და შესაძლო რეკონსტრუქციის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ კომპლექსის დირექცია უარყოფს შენობის გასხვისების შესაძლებლობას (http://youtu.be/Z0GC554V0zg), შენობის ბედი გაურკვეველი რჩება ფართო საზოგადოებისთვის.
“ლაგუნა ვერეს” სპორტული კომპლექსის მშენებლობა 1978 წელს დასრულდა (არქ: შ. ყავლაშვილი, რ. კიკნაძე, გ. აბულაძის მონაწილეობით/ ინჟ: რ. ღუდუშაური/ მხატვარი: კ. იგნატოვი). იგი საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია და ერთ-ერთი ბოლო სპორტული ნაგებობაა, რომელიც ქალაქის ცენტრში დღემდე ფუნქციონირებდა.
დისკუსიის მონაწილეები ისაუბრებენ ამ ობიექტის მნიშვნელობაზე როგორც ქალაქისთვის და მისი მაცხოვრებლებისთვის, ასევე მის არქიტექტურულ და მხატვრულ ღირებულებაზე.
დისკუსიაში მონაწილეობენ:
ლევან ასაბაშვილი (არქიტექტორი, დოკომომო საქართველოს წევრი)
ნანო ზაზანაშვილი (არქიტექტორი, დოკომომო საქართველოს წევრი)
ოლექსანდრე ბურლაკა (არქიტექტორი, ხელოვანი)
ვლადიმერ გოიაშვილი ("ლაგუნა ვერე"-ს დირექტორი)
ქეთუსია იგნატოვა (მოზაიკის ავტორის ქალიშვილი)
ქეთუსია იგნატოვა (მოზაიკის ავტორის ქალიშვილი)
During recent period we have
been systematically witnessing functional and aesthetical impoverishment of
city of Tbilisi. Hence, losing uniquely preserved city’s recreational spots and
significant architectural buildings/constructions dating from the Soviet era. One
of the symbols of Soviet Georgian modernist architecture, the Swimming complex
"Laguna Vere" might be facing the same threat by becoming a victim of
the tendency.
Last couples of weeks via
social networks and media various reportages where dedicated to possible
reconstruction and/or sale of “Laguna Vere”. Although, public administration
and responsible bodies extensively deny above-mentioned fact of possible sales
of the complex (http://youtu.be/Z0GC554V0zg). Therefore, the future of the building remains dilemma and unclear to
general public.
"Laguna Vere"
swimming complex construction was completed in 1978 (Arch : Sh. Qavlashvili ,
R. Kinadze, / Inj : R. Gudushauri / Mosaic Design: K. Ignatov). This complex is
one of the outstanding examples of Soviet Modernist architecture and one of the
last sporting facilities in the city center, which was still in operation.
We would like to publicly
discuss and stress the importance of this building for the city and its
residents, while underlining its architectural and artistic value.
Discussion participants:
Levan Asabashvili (Architect, Docomomo Georgia member)
Nano Zazanashvili (Architect, Docomomo Georgia member)
Oleksandr Burlaka (Architect, artist)
Vladimer Goiashvili ("Laguna Vere" director)
Ketusia Ignatova (Daughter of Mosaic Author)
დისკუსია ხორციელდება ევროკავშირის პროექტ SPACES ფარგლებში.
Discussion is realised in the frame of the EU project SPACES.
http://www.spacesproject.net/
პროექტი ფინანსდება ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურის პროგრამის მეშვეობით.
This project is funded by the European Union through the Eastern Partnership Culture Programme.
Discussion is realised in the frame of the EU project SPACES.
http://www.spacesproject.net/
პროექტი ფინანსდება ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურის პროგრამის მეშვეობით.
This project is funded by the European Union through the Eastern Partnership Culture Programme.