Wednesday, May 30, 2012

დიალოგების II სერია თემაზე: ვიზუალური ხელოვნების აქტუალური საკითხები – დისკუსიები საზოგადოებასთან


გთხოვთ, წინასწარ გადაამოწმოთ ყოველი ღონისძიების თარიღი, დრო და თვალყური ადევნოთ  facebook შეტყობინებებს

 გეოეარი და კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია წარმოგიდგენთ


დიალოგების II სერიას თემაზე: ვიზუალური ხელოვნების აქტუალური საკითხები / დისკუსიები საზოგადოებასთან


სერიიდან მერვე დიალოგი: სახელოვნებო განათლების აქტუალური საკითხები


03.07.2012   18.30


(სახელოვნებო) განათლების სისტემა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ანგლო-საქსურ საუნივერსიტეტო მოდელზე გადავიდა, რომელიც ევროპის სივრცეში ბოლონიის ხელშეკრულებით არის ცნობილი. საქართველოს განათლების სისტემა ბოლონიის ხელშეკრულებას შეუერთდა.
დღეს ათ წელზე მეტია გასული, რაც ევროპის საუკეთესო სახელოვნებო ინსტიტუტებმა ბოლონიის რეფორმა გაიარეს. ჩვენ საბედნიეროდ გვაქვს საშუალება მათ გამოცდილებებს გავეცნოთ და ამით ქართულ რეალობაში ბოლონიის რეფორმის მეტად წარმატებული ასიმილაცია მოვახდინოთ.
განათლება განსაზღვრავს მომავლის ადამიანის ცნობიერებას, შესაბამისად ის უნდა წარმოადგენდეს უპირველეს პრიორიტეტს ყველა საზოგადოებაში.
ბოლონიის რეფორმის გარდა დიდი სახელმწიფო სახელოვნებო ინსტიტუტები სხვა სირთულეების წინაშეც დგანან. ერთერთი ასეთი საკითხი თვით სისტემური მოუქნელობაა. მათგან განსხვავებით არააკრედიტირებული, მცირე სახელოვნები ინსტიტუტები საკმაოდ მარტივად ახდენენ ახალ ისტორიულ რეალობაში აქტუალური მიმართულებების/პროფესიების დანერგვას და განვითარებას, სწორედ მათი ბიუროკრატიისგან თავისუფალი სტრუქრურის გამო. აუცილებლად უნდა ხდებოდეს ამ გამოცდილებების ანალიზი და გაზიარება.




მოდერატორი: ვატო წერეთელი – მხატვარი


მონაწილეები:


ირინა პოპიაშვილი – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
ნოშრევან ჩხაიძე – თბილისის შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
რეზო კიკნაძე – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი
ეკატერინე გაბუნია – კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორი

მისამართი: თბილისის შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 2 კორპ. დ.აღმაშენებლის # 40, შიდა ეზო.



გეოეარი და კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია წარმოგიდგენთ

დიალოგების II სერიას თემაზე: ვიზუალური ხელოვნების აქტუალური საკითხები / დისკუსიები საზოგადოებასთან 

სერიიდან მეშვიდე დიალოგი: ხელოვნება საჯაროს სივრცეში


31.05.12 18.30 ვარდების რევოლუციის მიწისქვეშა გადასასვლელი, შესასვლელი ელბაქიძის დაღმართის მხრიდან.



დისკუსია თემაზე: რა არის ხელოვნება საჯარო სივრცეში და რა ღირებულება აქვს მას? ხელოვნება საჯარო სივრცეში, როგორც დემოკრატიის და თავისუფლების გამოხატულების ფორმა.

მაგალითები მსოფლიო მასშტაბით და ახალი პროექტები, როგორიც არის http://www.newpatrons.eu/ პროგრამა, სადაც ნებისმიერ ინდივიდს ან ჯგუფს შეუძლია თავად გახდეს ხელოვნების ნამუშეშევრის ინიციატორი. 

საბჭოთა რეჟიმის დროის ხელოვნების მიმოხილვა: ქანდაკება და მოზაიკა, 90-იანი წლების მაგალითები და ბოლო დროს საქართველოს მასშტაბით გახორციელებული პროექტები საჯარო სივრცეში.

ასევე street art-ის მაგალითები როგორც საერთაშორისო ასევე თბილისის მაგალითზე.




მოდერატორი:
ნინი ფალავანდიშვილი - კურატორი, გეოეარი

მონაწილეები:
ლალი პერტენავა - ხელოვნებათმცოდნე
მამუკა ცეცხლაძე - ხელოვანი
რუსიკო ოატი - New Art Union დირექტორი, კურატორი
თათა მუსხელიშვილი - კულტუროლოგი
ალექსი სოსელია - ფოტოგრაფი


დისკუსია ტარდება პროექტის SPACES: undergo. the parallels ფარგლებში http://undergotheparallels.wordpress.com/ 


გეოეარი და კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია წარმოგიდგენთ

დიალოგების II სერიას თემაზე: ვიზუალური ხელოვნების აქტუალური საკითხები / დისკუსიები საზოგადოებასთან 

სერიიდან მეექვსე დიალოგი: კულტურის პოლიტიკა: დაფინანსების ალტერნატიული წყაროები და შესაძლო საკანონმდებლოცვლილებები

27.04.12 18.30

შეხვედრის თემაა კულტურის დაფინანსების არსებული შესაძლებლობები და პოლიტიკა. განხილული იქნება საქართველოსა და სხვა ქვეყნებში მოქმედი პრაქტიკა, დაფინანსების სხვადასხვა ალტერნატიული წყაროების არსებობა და მათი გამოყენების პერსპექტივები, საკანონმდებლო სისტემის შესაძლო ცვლილებები, რომლებიც მიმართული იქნება კერძო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან კულტურის პროექტების დაფინანსების სტიმულირების ხელშეწყობაზე. შეხვედრაზე მოწვეული არიან როგორც სახელმწიფო, ისე დამოუკიდებელი ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გაცნობებთ, რომ კულტურის სამინისტროს განაწესის თანახმად გვესაჭიროება შეხვედრაზე დასწრების მსურველთა პირადი მონაცემები (სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი) რათა მოხდეს მონაწილეთათვის საშვების დაშვება.

მოგმართავთ თხოვნით: თუ სავარაუდოდ გსურთ შეხვედრაზე დასწრება, თუ შეიძლება, მოგწერეთ ამის შესახებ არა უგვიანეს ორშაბათისა (23:00) შემდეგ მაილზე: infogeoair@gmail.com

წინასწარ გიხდით ბოდიშს ამ უხერხულობისთვის. დიდი იმედი გვაქვს, რომ გვეწვევით.

მოდერატორი: თამარ ჯანაშია – კულტურის და მენეჯმენტის ლაბორატორიის წარმომადგენელი

სტუმრები:

ზვიად მჭედლიშვილი – ექსპერტი კულტურის პოლიტიკის საკითხებში
კონსტანტინე ნაცვლიშვილი – კულტურის მენეჯმენტის სპეციალისტი



გეოეარი და კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიაწარმოგიდგენთ
დიალოგების II სერიას თემაზე: ვიზუალური ხელოვნების აქტუალური საკითხები / დისკუსიები საზოგადოებასთან 
სერიიდან მეხუთე დიალოგი: ქალაქი და თანამონაწილეობა

15.03.12 18.00 
დისკუსია შეეხება ერთ ერთ პრობლემატურ თემას ურბანულსივრცეში, როგორიცაა მოქალაქეთა მონაწილეობა სივრცისდაგეგმვის, განკარგვისა თუ ტრანსფორმაციის დროსგადაწყვეტილებების მიღების პროცესში. საუბრისას ძირითადიაქცენტები გაკეთდება მოქალაქეთა მონაწილეობისშესაძლებლობებზე ქალაქის განვითარების შესახებგადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მოხდება საერთაშორისოკონვენციების (მაგ. ორჰუსის კონვენცია) და ეროვნულიკანონმდებლობის მიმოხილვა, ეროვნულ დონეზე ძირითადიპრობლემების და საჭიროებების გამოყოფა. ასევე მოხდებაკონკრეტული შემთხვევების განხილვა - ცალკეული შენობების,სივრცეების ბედით დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფებისმცდელობები გადაწყვეტილებაზე გავლენისმოხდენისათვის.დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულიარიან როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის, ასევე სამოქალაქო დაპროფესიული საზოგადოების წარმომადგენლები. აღნიშნულ თემაზეპროფესიული თვალსაზრისი წარმოადგენილი იქნება როგორცარქიტექტურული, ასევე სამართლებრივი კუთხითაც.მოდერატორირუსუდან მირზიკაშვილი - ურბანრეაქტორისტუმრები:

-
 დავით ზარდიაშვილი - იურისტი
- ალეკო ელისაშვილი - თბილისის ჰამქარი
- ნატო ცინცაბაძე – არქიტექტორ-რესტავრატორ/ ICOMOSსაქართველო
- მარინა ხატიაშვილი - ხელოვნებათმცოდნე
მისამართი: ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა მ.ალექსიძის ქ. 1კორპ. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია (უმოკლესი გზა: swatch-ის მაღაზიის უკან კიბეებით)

Wednesday, March 28, 2012

ინტერვიუ თორნიკე ჭაფოძესთან

"სტრუქტურული ბაღი"



ინტერვიუ თორნიკე ჭაფოძესთან 
ესაუბრა სოფო ტაბატაძე არქიდრომის სახელით (არქიდრომი თანამედროვე ხელოვნების არქივი)

შესავალი: სალომე აფხაზიშვილი

ფოტო: ლევან ხერხეულიძე



თებერვლის დასაწყისში ახალგაზრდა არტისტმა, თორნიკე ჭაფოძემ ევროპის სახლის საგამოფენო დარბაზი გარდაქმნა სივრცედ, სადაც ადამიანის ცნობიერებაში მიმდინარე ყველა საინტერესო პროცესი უნდა ასახულიყო. ამ სივრცეს, თორნიკემ "სტრუქტურული ბაღი" უწოდა და ის რეზერვუარების, სილიკონის სკულპტურების, ქსოვილის ობიექტების, აუდიოეფექტებისა და გრაფიკული ნახატების გაერთიანებით "გააშენა".
"სტრუქტურული ბაღი" სკულპტურებისგან შემდგარი ინსტალაციაა. მისი ავტორი კი - მხატვარი, რომელიც კლასიკურ ფერწერას სამხატვრო აკადემიაში სწავლის შემდეგ აღარ მიჰყოლია. თორნიკე ამბობს, რომ ახლა აღარ ხატავს, რადგან ტილოზე ფუნჯის ტყულიად კაკუნს ურჩევნია, განწყობისა და აზრის გამოსახატად გაცილებით უფრო რადიკალური და მძაფრი მეთოდები გამოიყენოს. უკანასკნელი ნამუშევრის მსგავსად, მისი წინა პერფორმანსები და გამოფენებიც უტრირებული და მკაცრია. მაგალითად, ასეთი იყო მისი წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პერფორმანსი, რომელიც 2005 წელს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ვრცელ ფოიეში მოეწყო. საარქივო მასალით, ძველი წიგნებითა და ბიბლიოთეკის ძველმოდური ატრიბუტიკით შთაგონებულმა თორნიკემ ე.წ. "მეხსიერების კუბი" შექმნა - მიკროსამყარო სტერილური, მეხსიერებაწაშლილი კედლებით, სადაც დამთვალიერებელი არტისტს ცნობიერების ხელახალ ფორმირებაში უნდა დახმარებოდა. ამ იდეის განსახორციელებლად თორნიკემ პოლიეთილენის პარკებისგან შექმნილ გამჭვირვალე კუბში განალაგა შავი დაფები, თვითონ შიგნით დაჯდა და წარმოიდგინა, რომ მეხსიერებადაკარგული ადამიანი იყო. დამთვალიერებელი მიდიოდა და კუბებზე საკუთარ ფიქრებს ცარცით წერდა და ავტორს მეხსიერების აღდგენაში ასე ეხმარებოდა. 
2010 წელს თორნიკე ჭაფოძე ქეთო ლოგუას კურატორობით მოწყობილ გამოფენაზე - "IN BETWEEN" სერიგრაფიული ნამუშევრით წარსდგა. სერიგრაფიით - ქაღალდზე ბეჭდვის უძველესი ჩინური მეთოდით - თორნიკემ საკუთარ სახელოსნოში, საკუთარი ხელით აწყობილი საბეჭდი ტექნიკით, 1.80 სმ სიგრძის ქაღალდზე დის ფოტოსურათი გადაიტანა. ფოტოზე თორნიკეს და სკამზე ზის, გვერდით მეორე, ცარიელი სკამი დგას, რომელზეც ადამიანის ხერხემალი დევს. ნამუშევარს ჰქვია "წყვილი" და, ავტორის ჩანაფიქრით, ის დროის სხვადასხვა პლასტებს ერთ განზომილებაში აერთიანებს. 
თორნიკე ჭაფოძე საკუთარ ცხოვრებას ორ ნაწილად ჰყოფს - მერაბ მამარდაშვილამდე და მის შემდეგ - და ამბობს: მამარდაშვილის წაკითხვის შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად დავინახეო. კარგად ახსოვს, როგორ იყიდა პირველად მამარდაშვილის სალექციო კრებული აკადემიის სტიპენდიით - სულ 7 ლარად. "ლექციებიდან გამოვედი, ბუკინისტის დახლს ჩავუარე და ეს სახელი მომხვდა თვალში. 7 ლარი რომ ღირდა, იმიტომ ვიყიდე, თორემ უფრო ძვირი რომ ყოფილიყო, ალბათ, არ ვიყიდდი და ჩემი ცხოვრებაც სხვა გზით წარიმართებოდა". 
თორნიკე ამბობს, რომ "სტრუქტურული ბაღი" მისი შემოქმედების შეჯამებაა, წლების განმავლობაში დაგროვილი იდეებისა და გამოცდილების გამაერთიანებელი ნაზავია. 
ევროპის სახლში გამოფენა 2012 წლის თებერვალში დაიხურა. ახლა მცირე ნაწილებად დაშლილი "სტრუქტურული ბაღის" ექსპონატები რუსთავში, თორნიკეს სახლში ინახება, სადაც ახლა არავინ ცხოვრობს. თორნიკე ამბობს, რომ სარდაფში, ყუთებში გადანაწილებული "ბაღი" შემდეგი გამოფენის მოლოდინშია.



არტისტი ახლოდან

ს.ტ. თორნიკე, შენი მუშაობის ერთ დიდ მონაკვეთს დაესვა წერტილი. "სტრუქტურული ბაღი" გამოფინე და მასზე მუშაობის დამთავრებასთან ერთად, შემოქმედების გარკვეული ეტაპიც დაასრულე. რამდენ ხანს მუშაობდი ამ ნამუშევარზე და რა პროცესები გაიარე ამ ხნის განმავლობაში?

თ.ჭ. თითქმის ორ წელს ვმუშაობდი ამ პროექტზე, თუმცა, დროს დიდი მნიშვნელობა არა აქვს, შეიძლება ნაკლები მემუშავა, შეიძლება - მეტიც. მნიშვნელოვანია თვითონ პროცესი, რომელიც საშუალებას გაძლევს, რაღაცები შენს თავზე, შენს ინტერესზე მაღლა დააყენო და გაჰყვე ენის სტრუქტურას, ანდა სჯობს, ამას გამომსახველობითი ფორმების სტრუქტურა დავარქვათ. ამ გამომსახველობითი ფორმების გაყოლით, არ იცი, სადამდე მიხვალ, რას მოიმოქმედებ, გაჰყვე შენთვის, რაღაც უცნობს, თავისთავად იმის დაშვებას გულისხმობს, რაც წინასწარ არ იცი. მუშაობის პროცესი იმდენად არის ცოცხალი, რამდენადაც ასეთი დაშვებებისგან შედგება. ფორმებიც, რომლებიც აქედან გამომდინარე ჩნდება, ამ დაშვებების პირდაპირპროპორციულია და არა ილუსტრაცია იმ იდეებისა, რომლებიც მაგიდასთან ჯდომისას გაგიჩნდა. ვფიქრობ, რომ იდეებით ნამუშევარი არ იქმნება, ნამუშევარი იქმნება იმ პროცესების გაყოლით და იმის შენს თავზე, პირად ინტერესზე მაღლა დაყენებით, რასაც გამომსხაველობითი ენა გთავაზობს. ამით თითქოს შენს არსებობას აშიშვლებ; რაღაც პროცესში რთავ შენს დაუსრულებელ და ჩამოუყალიბებელ აზრებსა და განცდებს და ამ ყველაფერს იყენებ, როგორც მასალას.

ს.ტ. თუ ამბობ, რომ იდეით არ იქმნება ნამუშევარი, მაშინ რა არის შენთვის პირველი ნაბიჯი, როგორ იწყებ მუშაობას?

თ.ჭ. დასაწყისი არის კონცენტრაციის მომენტი, ყოველდღიური ძალისხმევა და ყურადღება, სწორად გააანალიზო კეთების დინამიკა და ამ პროცესში საკუთარი თავი დაინახო. კონკრეტული იდეა კი ამ პროცესის მხოლოდ თანმდევია. იდეამ შეიძლება მრავალი ტრანსფორმაცია განიცადოს. საბოლოო ჯამში კი, რჩება ენა, ერთიანი ენის სტრუქტურა, რითაც მე და გარედან მაყურებელი რაღაცას გავიგებთ ნამუშევარზე.

ს.ტ. როცა ამბობ, პროცესებს ჩემზე მაღლა ვაყენებო, ჯონ ქეიჯის მუშაობის მეთოდი მახსენდება. ის უძველესი ჩინური ტექსტების, I ching (Book of changes)-ის მიხედვით - ხაზებით და წყვეტილი ხაზებით - ჰექსაგრამებით იღებდა გადაწყვეტილებებს თავის ნამუშევართან დაკავშირებით. ქეიჯი ფიქრობდა, რომ თუ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებდა, ამით ნამუშევარი მხოლოდ მის გემოვნებაზე იქნებოდა მიბმული და ვერასდროს გასცდებოდა მისი, როგორც ავტორის, გამოცდილებების საზღვრებს. ამიტომ კომპოზიციების შექმნის დროს, არჩევანს ამ ჰექსაგრამებით აკეთებდა. როდესაც ამბობ, რომ საჭიროა საკუთარ თავზე მაღლა დადგე, დაახლოებით იმავეს ხომ არ გულისხმობ, რასაც ქეიჯი?

თ.ჭ. კი, დაახლოებით ასეა. ქეიჯს მიზნის მისაღწევად ძალიან მარტივი და გონიერი მეთოდი აქვს გამოყენებული. ლაპარაკია აუცილებლობაზე, აღმოაჩინო შენს თავში იმის ძალა, რომ ენდო და გაჰყვე იმ პროცესის დინამიკას, რომელშიც ჩართული ხარ. ამ გზით ჩნდება შესაძლებლობა, ნამუშევარში ჩაიდოს რაღაც პოტენცია, რომელიც გასცდება ავტორის პირად გემოვნებასა და ინტერესებს.

ს.ტ. თორნიკე, შეგიძლია, უფრო კონკრეტულად მომიყვე "სტრუქტურული ბაღის" შესახებ? 

თ.ჭ. "სტრუქტურული ბაღი" ქანდაკებების სისტემაა. ის ცნობიერების ერთგვარი ლანდშაფტია - ტოპოლოგიური სტრუქტურა, საიდანაც ადამიანის არსებობის განმსაზღვრელი მოცემულობები ამოიზრდება.
ეს სისტემა იყოფა ორ პირობით სივრცედ - "კარავი" და "პიკნიკი", როგორც პერსონალური და საზოგადო სივრცეების სიმბოლიზირება. მათზე იშლება ადამიანის არსებობის, მისი შემოქმედებითი აქტივობის მთელი დიაპაზონი. 
ამ სისტემის ცენტრს მედიტაციის ადგილი ჰქვია, სადაც ჭერიდან რიტმულად ეცემა წვეთი. წვეთის რიტმული, მონოტონური ვარდნა შეჩერების, პაუზის, ცნობიერების კონცენტრაციის სიმბოლური ეკვივალენტია. ესაა ის შუალედური რგოლი სისტემაში განლაგებულ ორ სკულპტურას, ორ სივრცეს - კარავსა და პიკნიკს შორის, ანუ ესაა ის აზროვნების წერტილი, რომელიც აუცილებლად უნდა გაიარო, როცა ერთიდან მეორე სივრცეში გადადიხარ, რათა არ დაარღვიო არცერთის ბუნება. 
ეს წვეთი იშლება რეზერვუარში, რომელიც სხვა რეზერვუარებს უკავშირდება არხებით. როგორც უკვე ვთქვი, "კარავი" ადამიანის შინაგანი, პერსონალური არსებობის, სიმბოლიზირებაა. როცა კარავს შლი, მასში შენთვის ძალიან ინტიმურ გარემოს ქმნი, ეს არის ჩაკეტილი სივრცე, სადაც მარტო ხარ შენს პირად ნივთებთან ერთად. სხვამ თავისი კარავი უნდა დადგას. ეს კარავი შენი ისეთი მდგომარეობაა, რომლის გარეთ გამოტანა შეუძლებლობასთან არის დაკავშირებული. ის იმდენადაა მნიშვნელოვანი, იმდენად მოქმედებს შენში და რაღაც მდგომარეობას განსაზღვრავს, რამდენადაც ამის გარეთ გამოტანა, ან სხვისთვის ჩვენება შეუძლებელია. 
"პიკნიკი" -  პირიქით, შენი არსებობის გარეთ გატანას და სხვისთვის გაზიარებას აღნიშნავს. ეს საჯარო სივრცეა. თითქოს არსებობის გარეთ გატანის აქტით სრულდება და საბოლოო ფორმას იღებს შენი დაუსრულებელი აზრები და განცდები. 
"პიკნიკის" სივრცეში განლაგებულია ერთი, ვიზუალური თვალსაზრისით ძალიან საინტერესო სკულპტურა, რომელსაც დავარქვი "კომერცია". ის პოტენციალთა და ძალთა ურთიერთგაცვლის სიმბოლიზირებას ახდენს.
არის კიდევ ერთი ფაზა ამ სისტემაში - სკულპტურები, რომელთაც ჰქვიათ "უნიფორმები". უნიფორმა ერთგვარი ინსტრუმენტია, საიდენტიფიკაციო საშუალებაა იმ სამუშაოსთან მიმართებაში, რომელსაც ადამიანი ასრულებს და რითაც, საბოლოო ჯამში, ყველაზე რთულ რამეს აღწევს: ქმნის საკუთარ თავს. 
"სტრუქტურული ბაღი" ძალიან მინიმალისტური ფორმებით შექმნილი სკულპტურების სისტემაა, რომელიც ადამიანის ცნობიერების დინამიკურ პროცესებს გამოხატავს.

ს.ტ. ამ იდეებამდე ფორმით მიდიხარ?

თ.ჭ. კი, შეიძლება ითქვას, ასეა. ფორმები იგივე ტექსტებია, ვიზუალური ტექსტები. და როცა მიჰყვები ტექსტის კონსტრუირების გარკვეულ კანონებს, მიდიხარ დასრულებულ ფორმებამდე, რომლებიც კონკრეტული იდეების სახით გამოიხატება. 

ს.ტ. გამოდის, რომ ყველა ნივთი და ყველაფერი, რასაც ჩვენ გარშემო ვქმნით, ჩვენზე, ან საერთოდ, ადამიანის მდგომარეობაზე იძლევა ინფორმაციას. და აი, მხატვარს როგორ შეიძლება, შეამჩნიო, აცვია თუ არა უნიფორმა, ანუ აქვს თუ არა საკუთარი თავი გამთლიანებული თავის სამუშაოსთან?

თ.ჭ. მხატვარმაც, როგორც ყველამ, აუცილებლად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავის საქმეზე. გამომხატველობითი ენა, რომლითაც ხელოვანი მეტყველებს, არის მისი უნიფორმა, პასუხისმგებლობის საგანი ხელოვანისთვის. 

ს.ტ. როგორ შეარჩიე მასალა "სტრუქტურული ბაღისთვის" და რამდენად გამოხატავს ეს მასალა ნამუშევრის იდეას? 

თ.ჭ. ძიების პროცესში სხვადასხვა მასალა მოვნიშნე, მაგრამ საბოლოოდ დნობად სილიკონზე შევჩერდი. ამ მასალის ფაქტურა ძალიან ჰგავს ცვილის ფაქტურას და ძალიან ორგანულად გამოიყურება. თითქოს, შეგიძლია, საკუთარ სხეულს მოარგო, მოარგო კეთების პროცესს და დინამიკას, რადგან ტრანსფორმაციის საშუალებას გაძლევს და თუ არ მოგეწონა, შეგიძლია გადაადნო და თავიდან ჩამოასხა, რასაც თაბაშირით ვერ იზამ. გადადნობისას ფერი ეცვლება, მაგრამ იმ ფერშეცვლილსაც ვიყენებ. ესეც პროცესის ნაწილია და შეიძლება წაიკითხო, მაგალითად, როგორც ადამიანის სახის ფერი, რომელიც კლიმატის, ასაკისა და ბუნების ზემოქმედებით იცვლება და თავად მასალაც ცოცხალი პროცესის ნაწილი ხდება.

ს.ტ. ენის გაყოლა თუ ჩაყოლა, რომელზეც შენ საუბრობ, საკმაოდ სარისკო, საშიში და მძიმე პროცესია, გრძნობ რაღაც დიდის არსებობას, რამაც შეიძლება ჩაგითრიოს. ერთი პერიოდი, როცა მუშაობაში გავიჭედე, ვიგრძენი ზუსტად, რომ წინათ თუ ჩემი მიზანი იყო ჩავყოლოდი, ახლა აღარ თუ ვეღარ მივყვები, ცალი ფეხით ყოველთვის აქეთა მხარს ვრჩები. თან რამდენადაც არ მივყვები, იმდენად მენატრება იქ ჩაყოლა. ძნელი ასახსნელია, რა არის ამის მიზეზი, შეიძლება - შიში... შენი აზრით, რა რისკების წინაშე შეიძლება აღმოჩნდე, თუკი ამ გამომსახველობით ფორმას მიჰყვები, ანდა შიში რისი გაქვს ამ დროს - რას ვერ აკონტროლებ?

თ.ჭ. კი, მესმის ამ დროს რასაც გრძნობ. როგორც უკვე ვთქვი, კეთების პროცესში ჩართულია რაღაც უცნობი ელემენტი, რომელიც არ იცი. რა თქმა უნდა, ეს უბრალოდ რაღაცის არცოდნას არ ნიშნავს - რაღაცა ვიცით, ან არ ვიცით. ეს არის აუცილებელი ელემენტი და მისი აუცილებლობა იმაში გამოიხატება, რომ მისი წინასწარ წარმოდგენა და ლოგიკურად გამოყვანა შეუძლებელია. უბრალოდ, უნდა გაჰყვე და ამ გაყოლაში გეძლევა შანსი, გაიგო, სინამდვილეში რა გაწუხებდა. ვინაიდან არ იცი, სად მიხვალ, ბუნებრივია, შიში ამ დინამიკის თანმდევი ფაქტორია - შიში რაღაც უცნობის.

ს.ტ. თუ დავუბრუნდებით "კარავს" და "პიკნიკს", ამ შემთხვევაში სად გადის რისკის ზღვარი? ეს შიში, მხატვრულად რომ ვთქვათ, კარავშია დამალული და არ გინდა, რომ მან ხიფათი შენს პიკნიკს შეუქმნას?

თ.ჭ. კი, უფრო "კარავს", ჩაკეტილ სივრცეს მიესადაგება სიტყვები: საშიში, სახიფათო. "კარავი" და "პიკნიკი" ორი კონფლიქტური სივრცეა, ამ ექსპოზიციაში არის სკულპტურა, რომელსაც დავარქვი "ჯაშუში". ამ შემთხვევაში ჯაშუშის სხეული შეიძლება წავიკითხოთ, როგორც იმ ადგილის სიმბოლო, სადაც ორ დაპირისპირებულ მოცემულობას (საზოგადო და პერსონალური, საკრალური და იურიდიული, მედიტაციური და რეაქციული და ა.შ.) შეუძლიათ ერთმანეთის წაკითხვა. "ჯაშუში" არის ერთგვარი შეკრების წერტილი სისტემაში, რომელიც თითქოს აგვარებს, ან ამძაფრებს კონფლიქტს ამ ორ სივრცეს შორის.

ს.ტ. არ ვიცი, ნახე თუ არა ირაკლი მაისურაძის გამოფენა ქარვასლაში 2011 წელს - ფერმწერი იყო, რომელიც 2010-ში გარდაიცვალა. მისი ნამუშევრები ძალიან მომეწონა და თან მისი სტილი საერთოდ არ ჰგავდა ქართულ ფერწერას. ძირითადად ჰქონდა აბსტრაქტული ფორმები - უცნაური არსებებით. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ნამუშევრები იყო, თან - ქართული პროვინციული კონტექსტიდან ამოვარდნილი. ექსპოზიცია ქრონოლოგიურად იყო გაკეთებული - ახალგაზრდული ნამუშევრები, პატარა მიგნებებით, მერე უკვე მომწიფებული, ღრმა ნამუშევრები, მერე - დაღმავლობასავით, სადაც ენა იგივე რჩება, მაგრამ უკვე მეორდება რაღაცები, და ბოლო ნამუშევრები იყო, რამაც ძალიან გამაოცა, ხატები. ამ გამოფენაზე ნათლად ჩანდა, რომ ეს მხატვარი ჩაჰყვა იმ პროცესებს, ჩვენ რაზეც ვლაპარაკობთ. იქ, ქაოსი თუ უკონტროლობა იგრძნო, რისიც, ალბათ, იმდენად შეეშინდა, რომ ერთადერთი გამოსავალი მისთვის აღმოჩნდა იქ, სიღრმეში ნაგრძნობი პასუხისმგებლობის მოხსნა და ხატების წერის კანონების დამორჩილება. მარტო ამ ხატების ნახვით ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს კაცი ასეთი საინტერესო ფერმწერი იყო, ან მარტო ფერწერის ნახვით ვერავინ იფიქრებდა, რომ ამ მხატვარს ხატებიც ჰქონდა დახატული. როგორც ჩანს, ეს ჩაყოლა, ეს პასუხისმგებლობა, ძალიან მძიმეა და ძალიან დიდ რამეს გაკისრებს, და ამიტომაც ხდება ისე, რომ ერთმა შეიძლება თავი მოიკლას და მეორე, ხატების წერაზე გადავიდეს. ეს იყო ამ ადამიანისთვის გასაქცევი, რომ დამორჩილებოდა ხატების წერის ლოგიკას და მის კანონებს. როგორც ჩანს, მანაც საკუთარ თავზე მაღლა დააყენა რაღაც, მაგრამ ეს მისი მხრიდან იყო უფრო გამოსავალი, რადგან პასუხისმგებლობა ბოლომდე ვერ აიტანა.

თ.ჭ. კი, სრულიად გეთანხმები. თუ ჩვენთვის საინტერესო ამა თუ იმ მხატვრის შემოქმედებას დააკვირდები, ყოველთვის არის ერთიანი ხაზი, რასაც არ ღალატობს მხატვარი. ენას და რიტმს, რომელსაც მიჰყვები, უნდა ენდო. ეს ძალიან რთულია, ცხოვრებაში ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი გხვდება, მაგრამ მაინც უნდა გაჰყვე ბოლომდე. არ მინდა, მეტისმეტად კრიტიკული ვიყო ირაკლი მაისურაძის შემოქმედების მიმართ. მით უმეტეს, რომ არ მინახავს მისი ეს გამოფენა, მაგრამ მაინც მგონია, რომ ვექტორის ასეთი მკვეთრი ცვლილება, ბოლომდე ვერგაგებაა იმ ენისა, რომელსაც მხატვარი მიჰყვება.

ს.ტ. მოდი, ახლა იმ შენს 2005 წლის გახმაურებულ ნამუშევარზე გვიამბე, ბიბლიასთან რომ იყო დაკავშირებული, რა მნიშვნელობა ჰქონდა მას შენთვის?

თ.ჭ. აკადემიის დამთავრების შემდეგ ეს პირველი გამოფენა იყო, გიორგი ტაბატაძესთან და ზურა აფხაზაშვილთან ერთად. გამოფენას ერქვა "სადილი ყველას", ჩემს ნამუშევარს კი - "მიირთვით გემრიელად". სახარებიდან ამოვხიე ფურცლები და შევჭამე, ფონად იყო ვიდეოინსტალაცია და რამდენიმე სხვა ობიექტი. ამ ნამუშევრის მთავარი იდეა იყო ტექსტთან უშუალო და პირდაპირი შეხება - ყოველგვარი შუამავლების, ეკლესიისა და კულტურული კლიშეების გარეშე. ამავე დროს, ეს იყო ჩემი პირველი რელიგიური გამოცდილების გამოძახილიც.

ს.ტ. პირდაპირ შეხებაში რას გულისხმობ? იმას, რაც პროტესტანტებმა ქნეს, როცა შუამავლები ამოაგდეს, ბიბლია თავიანთ ენაზე გადათარგმნეს და უშუალოდ ბიბლიით დაიწყეს ხელმძღვანელობა? 

თ.ჭ. კი, ამას ვგულისხმობ. მოვლენა, რომელიც შენ ახსენე კონკრეტულ დროს და კონკრეტულ ზედაპირზე ევანგელიზაციის პროცესის სახით განხორციელდა, რასაც შემდეგ განმანათლებლობა მოჰყვა ევროპაში. სამწუხაროდ, ეს ჩვენთან ვერ განხოციელდა და ყველაფერი ჩვენს კულტურულ სივრცეში ამ მოვლენის მარცხის კვალს ატარებს. ალბათ, ჩემი პერფორმანსი იყო გამოძახილი ამ მოვლენებზე და იყო მცდელობა, ეს ყველაფერი დისკრეტულ სივრცეში გამეთამაშებინა.
საინტერესო ის არის, რომ რაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, გამოფენის გახსნის დღესვე გამოჩნდა: მართმადიდებელი ფუნდამენტალისტების ჯგუფმა დაარბია გამოფენა და მეორე დღეს, გალერეაში მისულებს, გამოფენა დახურული დაგვხვდა. ვინაიდან ქარვასლა, სადაც ეს გამოფენა გაიხსნა, სახელმწიფო მუზეუმია, სახელმწიფომ ჩათვალა, რომ მას გამოფენის დახურვის უფლება ჰქონდა. მაშინ ეს საქციელი, ცოტა არ იყოს, გაკვირვებას იწვევდა, რადგან რევოლუცია ახალი მომხდარი იყო და გვეგონა, სახელმწიფო კონსტიტუციის და დემოკრატიის მხარეს აირჩევდა. ახლა უკვე არაფერია გასაკვირი, ყველაფერი გაშიშვლებულია. 

ს.ტ. წელს კოტე მინდაძის გამოფენაც დაიხურა, რომელიც არტისტერიუმის ფარგლებში გაიმართა წინანდალში. გამოფენის მსვლელობის დროს პრეზიდენტი ჩავიდა წინანდალში და დირექციამ, ერთი დღით ჩამოვხსნით გამოფენასო. მერე კოტემ სულ ჩამოხსნა, თან ძალიან შრომატევადი იყო იმის აშლა-აწყობა…

თორნიკე, ბოლოს მინდა გკითხო, რას ელოდები "სტრუქტურული ბაღისა" და მაყურებელთან შეხვედრისგან?

თ.ჭ. იმედი მაქვს, რომ ეს ნამუშევარი შექმნის ისეთ დაძაბულ ველს, ისეთ პირობებს, რომ მაყურებელი აზროვნების პროცესში შეიყვანოს. დიდი სურვილი მაქვს, დამთვალიერებელმა "სტრუქტურულ ბაღს" გარედან არ დაუწყოს ყურება, არამედ შევიდეს რაღაც პროცესში. ეს ნამუშევარი პირდაპირი გაგებით ინტერაქტიული არ არის, მაგრამ თავისი დინამიკით, რაღაც პროცესებით, ინტერაქტიულია. და თუ ეს ინტერაქტიულობა არ დაიკარგა და მაყურებელი ჩაერთო ამ პროცესში, ვიტყვი, რომ პროექტი შედგა. 

გამოქვეყნდა ჟურნალში "ცხელი შოკოლადი" არტისტი ახლოდან



Tuesday, March 27, 2012

დიალოგების სერია თემაზე: ვიზუალური ხელოვნების აქტუალური საკითხები – დისკუსიები საზოგადოებასთან



გეოეარი, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – თბილისი, და კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია წარმოგიდგენთ დიალოგების სერიას თემაზე: ვიზუალური ხელოვნების აქტუალური საკითხები – დისკუსიები საზოგადოებასთან

სერიიდან მეოთხე დიალოგი - ხელოვნება საზოგადოებრივ სივრცეში


დიალოგის ვიდეო ჩანაწერს შეგიძლიათ უყუროთ youtube-ს ჩვენს არხზე


30 ივნისი, 2011 / 18.00 სთ.


დისკუსიაზე განხილული იქნება საზოგადოებრივი სივრცის ხელოვნების მნიშვნელობა და ისეთი საკითხები, როგორიცაა მონოლოგური და დიალოგური კულტურების საზოგადოებრივი სივრცეები და ხელონების ფუნქცია ამ კულტურებში; აქედან გამომდინარე საზოგადოებრივი სივრცის ხელოვნების სახეები და მათი მხატვრული და კონცეფტუალური, ესთეტიკური, ეთიკურ-პოლიტიკური, ფსიქო-პოლიტიკური და სხვა მნიშვნელობები;

ვისაუბრებთ დადაისტების, საბჭოური ავანგარდის, სიტუაციონისტების გამოცდილებებზე და მიზნებზე; ქალაქზე დღეს და მასში საზოგადოებრივ სივრცეების ხელოვნების მნიშვნელობაზე დემოკრატიის კონტექსტში. საუბარი გვექნება საქართველოში საზოგადოებრივი სივრცეების ხელოვნების თავისებურებებზე - მოდერნისტული, საბჭოური, თანამედროვე; სანქცირებულ და არასანქცირებულ ხელოვნებაზე, დროებით ინტერვენციებზე და სტაციონარულ ობიექტებზე; ვირტუალურ სივრცეზე როგორც საზოგადოებრივი სივრცის ახალ სახეზე და ა. შ.

ამ თემაზე ისაუბრებენ სტუმრები:

ლევან ასაბაშვილი - არქიტექტორი, ურბანრეაქტორი
გურამ წიბახაშვილი - ფოტოგრაფი
მაია დარჩია - ხელოვნების პროექტების მენეჯერი. ბრიტანეთის საბჭო
ნატუკა ვაწაძე - ხელოვანი, ჯგუფი ბულიონი

მოდერატორი ნანა ყიფიანი - ხელოვნების ისტორიკოსი



მისამართი: გიორგი ლეონიძის სახელობის სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმი
ჭანტურიას ქ. 8
0108 თბილისი,
საქართველო







სერიიდან მესამე დიალოგი - სახელოვნებო ინსტიტუციები და დაფინანსების წყაროები


დიალოგის ვიდეო ჩანაწერს შეგიძლიათ უყუროთ youtube-ს ჩვენს არხზე

24 მაისი, 2011 / 18.00 სთ.

დისკუსიაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
სახელოვნებო ორგანიზაციები, კულტურისა და ხელოვნების პროგრამები საქართველოში და მათი პრიორიტეტები;
არტ პროდუქციისა და დაფინანსების კავშირი, დაფინანსების გავლენა თანამედროვე სახელოვნებო სცენის განვითარებაზე;
თანამედროვე ხელოვნების დაფინანსების/სუბსიდირების საკითხები ევროპის ქვეყნებში - სხვადასხვა მოდელები.

ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრებენ სტუმრები:
ვერნერ ვიოლი - საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი
ნათია მიქელაძე - საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის კულტურის პროგრამების განყოფილება
მარინე მიზანდარი - ევროპის სახლის პროგრამების დირექტორი
ანი რიაბოშენკო - ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, ხელოვნებისა და კულტურის პროგრამების კოორდინატორი
ქეთრინ ჰემელრაიკი - დამოუკიდებელი კურატორი, დიდი ბრიტანეთი

მოდერატორი: ნინო ჭოღოშვილი - ხელოვნებათმცოდნე/კურატორი, კულტურის და მენეჯმენტის ლაბორატორია




სერიიდან მეორე დიალოგი - არტ კრიტიკა საქართველოში


დიალოგის ვიდეო ჩანაწერს შეგიძლიათ უყუროთ youtube-ს ჩვენს არხზე

13 აპრილი, 2011. 18:00 სთ.

დისკუსიაზე არტ კრიტიკის პრობლემების შესახებ განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
აქვს თუ არა ქართულ საზოგადოებას კრიტიკული აზრის განვითარების მოთხოვნილება; რამდენად საფუძვლიანია კლიშე - ”არ არის კრიტიკა”; რა ბარიერებს ხვდებიან თვითონ კრიტიკოსები და ახდენს თუ არტ კრიტიკა რეალურ გავლენას.

ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრებენ სტუმრები:
დათო ბუხრიკიძე - თეატრმცოდნე ”ლიბერალი”/”ცხელი შოკოლადი”
ნესტან-ნენე კვინიკაძე - ჟურნალისტი, მწერალი ”Tbilisi out"-ის რედაქტორი
თეო ხატიაშვილი - კინომცოდნე, თეატრისა და კინოს ინსტიტუტის პროფესორი
სოფო კილასონია - ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი. ”24 საათის” კულტურის ბლოკის რედაქტორი. ”ვიკენდის” ავტორი.
ფილიპინ ჰოგენი - Bent Books- ის რედაქტორი
მოდერატორი: ხათუნა ხაბულიანი, ხელოვნებათმცოდნე


სერიიდან პირველი დიალოგი – სამხატვრო გალერეის როლი ხელოვანის კარიერაში


დიალოგის ვიდეო ჩანაწერს შეგიძლიათ უყუროთ youtube-ს ჩვენს არხზე

15 მარტი, 2011. 18.30სთ.

დიალოგში მონაწილეობას მიიღებენ:
დედიკა ბულია – გალერეა გალა, დირექტორი (თბილისი, საქართველო)
ეთერი ჭკადუა – ხელოვანი (ნიუ იორკი, აშშ)
კონსტანტინე მინდაძე – ხელოვანი (ამსტერდამი, ჰოლანდია/თბილისი, საქართველო)
ლიკა მამაცაშვილი – თბილისის ისტორიის მუზეუმი, ქარვასვლა, კურატორი

დიალოგი მოიხილავს ხელოვანის პროფესიის სირთულეებსა და პერსპექტივებს, საქართველოში ხელოვნების ბაზრის არსებობის პრობლემატიკას და ხელოვანისა და გალერეის ურთიერთობის საკითხებს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით.

მოდერატორი: ლალი პერტენავა, ხელოვნების ისტორიკოსი/მკვლევარი

პროექტის პარტნიორი და დისკუსიების მასპინძელი:
ლიტერატურის მუზეუმი



მისამართი:
ჭანტურიას ქ. 8
0108 თბილისი,
საქართველო

Saturday, January 8, 2011

ლადო დარახველიძე / Lado Darakhvelidze




საუბარი ხელოვანთან / Artist talk
14.01.2011

ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო"
Open Society Georgia Foundation
მისამართი: ჭოველიძის ქ.10, თბილისი, 0108, საქართველო
Address: 10, Chovelidze street, Tbilisi, 0108, Georgia


ქართველი ხელოვანი ლადო დარახველიძე (დაიბადა 1977 ქუთაისში, საქართველო) თავის ნამუშევრებში განიხილავს სოციალურ და პოლიტიკურ ცვლილებებს და გამოხატავს მათ პირად თხრობის საფუძველზე. მის ადრეულ ნამუშევრებში იგი შეუმჩნევლად (ოსტატურად) და პოეტურად ასახავდა ნაციონალური სიმბოლოების გარდასახვას და ჩანაცვლებას პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში, რაც სცილდება პოლიტიკურს და გადადის მითოლოგიის, ისტორიის და თხრობის საზღვრებში. ლადო დარახველიძის ნამუშევრები წარდგენილი იყო სტამბული ბიენალეზე „რა აცოცხლებს კაცობრიობას“ (’What keeps mankind alive’) 2009 წელს და კუვეს ბიენალეზე, ლინცში, ავსტრია, 2010 წელს.

ბოლო დროს ლადო დარახველიძე მუშაობს პროქტზე “მუზეუმი სატალევიზიო სადგური” (Museum TV Station). ტერმინი “მუზეუმი სატალევიზიო სადგური” (MTVS) უკავშირდება სახელოვნებო აქტივობებს მუზეუმებში, ბიენალეებზე და მსგავს სახელოვნებო ღონისძიებებს, რომლებშიც ხელოვნების ნიმუში და კურატორული ღონისძიება ეხმაურება აქტუალურ პოლიტიკურ და მასთან დაკავშირებულ პოზიციებს. ასეთი სახის კულტურული ღონისძიების დროს დამთვალიერებლისთვის ხელმისაწვდომი ხდება ისეთი ინფორმაცია, რომელიც ჩვეულებრივ არ განიხილება მასმედიის მხრიდან. “მუზეუმი სატალევიზიო სადგურის” შემთხვევაში, ორივე ხელოვანიც და კურატორიც ახდენენ მუზეუმის ან ბიენალეს ტრანსფორმირებას იმაში, რასაც შეიძლება ეწოდოს ღია წყაროს ინფორმაციის სადგური.

“მუზეუმი სატალევიზიო სადგურის” სხვადასხვა კულტურულ გარემოცვაში განხორციელებით, იგი ხდება ალტერნატივა კონვენციური საინფორმაციო სადგურებისა. იდეის საწყისი იყო თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრების პუბლიკაციის გამოქვეყნება, რომლებიც მოიაზრებიან, როგორც ხელოვანი-ჟურნალისტები. MTVS –ის პირველი გამოჩენა იყო ინსტალაცია ბერლინის კროიცბერგის ბიენალეზე გერმანიაში (ივნისი-აგვისტო, 2010 წ.), შემდეგ ნაჩვენები იყო ‘State of ArtEZ‘ –ში არნჰემში, ჰოლანდია (ნოემბერი, 2010 წ.) და PS2 Squared ბელფასტში, ირლანდია (დეკემბერი, 2010 წ.)


The Georgian artist Lado Darakhvelidze (1977 Kutaisi, Georgia) deals in his work with social and political changes and represents these in personal narratives. In his previous work, he reflected the ‘transitions’ and re-placements of national symbols in post-communist countries in a subtle and poetic way, which expands the political and opens it to mythology, history and storytelling. Darakhvelidze’s work was in the Istanbul Biennial ’What keeps mankind alive’ 2009, and Biennale Cuvee, Linz, 2010. 


Lately Darakhvelidze has been working on the project Museum TV Station. The term ‘Museum TV Station’ (MTVS) refers to art activities in museums, biennials and related art events in which the artwork and curatorial events evoke actual political and engaged positions. Museum TV Station explores the museum as overlapping and entangled media, politics and histories. In these cultural events, the visitor has access to information that is usually not disclosed in mass media. In the case of the Museum TV Station, both the artist and curator transform the museum or biennial into what might be termed an open source information station.

By realizing Museum TV Station in different cultural settings it is an alternative to conventional information stations. 
The idea of Museum TV Station started as a publication featuring works by contemporary artists who could be considered as artist-journalist. MTVS then made its first appearance as an installation at the Berlin Kreuzberg Biennale (June-August 2010), was featured in at the ‘State of ArtEZ‘ at the Schouwburg Arnhem (November 2010) and at PS2 Squared in Belfast in December 2010.

http://www.youtube.com/watch?v=YroHlp167Nw
http://www.youtube.com/watch?v=wzQzwpe6DO4

www.vladimer.net

კურატორი: ნინი ფალავანდიშვილი / Curated by: Nini Palavandishvili

Friday, March 12, 2010

Wato Tsereteli

19.03.2010
Portfolio presentation & Artist talk @ Goethe-Institut Georgien, Tbilisi



ვატო წერეთელი არის ხელოვანი, რომელიც მუშაობს სხვადასხვა მედიაში - ფოტო, ვიდეო, ანიმაცია, Vj, დიზაინი. აგრეთვე მუშაობს, როგორც არტ-მენეჯერი და კურატორი. ავტორია სხვადასხვა არტ-პროექტებისა. ვატო წერეთელი არის "კულტურის განვითარების კავკასიური ცენტრის" იგივე MAF–ის (Media art farm) ერთ-ერთი დამფუძნებელი. აგრეთვე მან დაარსა არტ-ჯგუფი "ცუმბო" რომელიც ხელოვნების სფეროში სხვადასხვა პროექტებზე მუშაობს.
19 მარტს 18:00 საათზე თბილისის გოეთეს ინსტიტუტში არქიდრომი წარმოგიდგენთ ვატო წერეთელის პორტფოლიოს პრეზენტაციას და საუბარს ხელოვანთან.

Wato Tsereteli is an artist working in different media - photography, video, animation, Vj, design. He works also as an art manager and curator. Wato Tsereteli is one of the co-founders of "Caucasian center for cultural development" also known as MAF (Media art farm). He is also an initiator of art group CUMBO, which works on different projects in art field.
On 19th March 18:00 Archidrome offers Wato Tsereteli's portfolio presentation and artist talk at Goethe-Institut Georgien.

მისამართი: ზანდუკელის 16, 0108 თბილისი
Address: Sandukeli 16, 0108 Tbilissi

კურატორი: ანი ჩორგოლაშვილი/ Curated by: Ani Chorgolashvili

Wednesday, December 16, 2009

Freedom. Sexy. Young art from Estonia

16-18.12.2009
17.12.2009
Artist Talk at 16.00, @ Tbilisi State Academy of Art Big Exhibition Hall (Free entry)




Tbilisi State Academy of Art, "Archidrome" - contemporary art archive and Group Bouillon present contemporary Estonian art in the Tbilisi State Academy of Art Big Exhibition Hall.Hannes Aasamets, Henri Hütt, Mihkel Ilus, Mihkel Maripuu (Video, Performance, Paintings).
The exhibition was organized in collaboration with ‘Archidrome’ and the Group Boullion with the support of the Estonian Embassy in Tbilisi.
Mihkel Illus, who also served as organizer from the Estonian side, presented five large-scale expressionist abstract paintings. Mihkel Maripuu’s installations featured butterflies made with pins and small coloured plates on foam plastic. The images react to people’s movement creating an amazing colour play. Henri Hütt’s huge wooden box with mobile sound and image installation caught everybody’s attention. Video works presented thematically arranged problems faced by a young generation of Estonians that were equally relevant to the Georgian reality. The performance was developed by four artists within three days. Modified and enriched from one presentation to another, the theme of conflict among individuals, religions, etc achieved its highest point during the last day performance, when performers started beating each other.


Exhibition opening: 16.12.2009, 15.00.,
Tbilisi State Academy of Art Big Exhibition Hall,
Address: Griboedov street-22